ვერშემდგარი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების, ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირსის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა. დაცვის მხარის თქმით, მოწმემ ისაუბრა მხოლოდ მიღებულ დაზიანებებზე, თუმცა კონკრეტული ბრალდებულები არ დაუსახელებია. ბრალდების მხარის განმარტებით, ათონელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოწმე სამსახურებრივ საქმიანობას ეწეოდა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საერთო ჯამში, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული და მათ საქმეებს სასამართლო 5 ეპიზოდად განიხილავს.