ვერშემდგარი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი

12:31, 06.03.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების, ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირსის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კონკრეტულად კი – დაიკითხება ერთი მოწმე, ის ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელია, რომელმაც ათონელზე განვითარებული მოვლენების დროს დაზიანებები მიიღო. შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საერთო ჯამში, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული და მათი საქმეებს სასამართლო 5 ეპიზოდად განიხილავს.

მსგავსი