ვერშემდგარი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი
4 ოქტომბრის საქმე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
საუბარია პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ხუთი პირის ეპიზოდზე. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაიკითხა ექსპერტ ტრასოლოგი, რომელმაც სასახლის ღობის დაზიანებებთან დაკავშირებით ორი დასკვნა მოამზადა. მთავარი კითხვა მისი თქმით ღობეს გადაჭრის კვალი არ აღენიშნებოდა. ადვოკატები დაინტერესდნენ, დაასურათა თუ არა მან დაზიანებული სენქციები. კითხვა დაისვა მის ექსპერტის კომპეტენციასთან დაკავშირებითაც.
ბრალდების მხარემ ორი დაზარალებულის დაკითხა. ერთ-ერთი პოლიციელი რატი ალადაშვილი იყო, რომელმაც აქციის დროს, თავის არეში დაზიანება მიიღო და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.