ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. დღევანდელ პროცესზე ექსპერტები დაიკითხებიან. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, დღევანდელ პროცესს პაატა ბურჭულაძე არ ესწრება. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება მათ რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.