ვერშემდგარი დამხობის საქმე – სასამართლო განხილვები დასრულდა 

21:21, 24.06.2026

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულთა წრე გაფართოვდა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ოთხი პირი. მათგან ერთს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნანა სანდერს, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ანტონ უპერს და აბო ნავერიანს ხუთ წლიანი პატიმრობა, ყველაზე მსუბუქი მუხლით დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს კი 5000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. მეყანწიშვილი ვერშემდგარი დამხობის საქმის ერთადერთი ფიგურანტია, ვისაც სასჯელის სახედ ფულადი სანქცია დააკისრეს. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება სასამართლო დავის შემდგომ ინსტანციაში გაგრძელების თაობაზეც. პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ ძალადობრივი პროცესების გამო სხვადასხვა მუხლით ბრალი ჯამში 64 პირს აქვს წარდგენილი. 34-მდე გაიზარდა იმ ბრალდებულთა რაოდენობა, ვინც დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მათგან 12, საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებს.

მსგავსი