​ვერშემდგარი დამხობის საქმე – საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა 

21:30, 02.11.2026

რეზონანსული საქმის ციხეში მყოფ ფიგურანტთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება.

საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებულ კიდევ სამ პირს გაუფორმდება. ესენი არიან ნინა სანდერსი, ანტონ ვარდანიძე და ზურაბ ჭავჭანიძე. სანდერსთან დაკავშირებით შუამდგომლობა უკვე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ, ვარდანიძის და ჭავჭანიძის საკითხზე კი გადაწყვეტილება ხვალ იქნება ცნობილი. საპროცესო შეთანხმების თხოვნით პროკურატურას თავად მსჯავრდებულებმა მიმართეს, რაც ნიშნავს, რომ სამივე მათგანმა წაყენებული ბრალდებები აღიარა. სანდერსს, რომელიც დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გამო 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო სულ 64 პირი მისცეს პასუხისგებაში, თუმცა მათ დიდ ნაწილს, 50-მდე პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, მათ შორის არიან ბრალდების მხარის მიერ შარშანდელი პროცესების ორგანიზატორებად მიჩნეული მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე.

მსგავსი