4 ოქტომბრის რეზონანსული საქმის ფიგურანტთა ნაწილი სასჯელს ციხეში აღარ მოიხდის. გაიზარდა იმ ბრალდებულთა რაოდენობა, რომლებსაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. სიას კიდევ ექვსი ადამიანი დაემატა – მათ სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. გადაწყვეტილების საფუძველი ბრალის აღიარება გახდა. ექვსივე მათგანს პროკურატურა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე ძალადობრივი მოვლენების საქმეზე სულ 64 ადამიანია დაკავებული. საპროცესო შეთანხმების გაფორმება 21 ფიგურანტთან იგეგმება. ორგანიზატორებად დასახელებულ პირებს გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოუტანეს, სხვა პირების მიმართ კი სასამართლო პროცესები ჯერ ისევ გრძელდება. პირობითი მსჯავრით გასათავისუფლებელთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.