ვერშემდგარი დამხობის საქმე – ოთხ პირს საპროცესო შეთანხმდება უფორმდება

21:12, 13.10.2026

4 ოქტომბრის მოვლენების ორი ორგანიზატორი ნოემბრის დასაწყისში ციხეს ნაადრევად დატოვებს.

მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის თხოვნა დაკმაყოფილდა: სააპელაციო სასამართლოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება გადაწყდა. დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ იმავე მექანიზმით ვადაზე ადრე თავისუფლდება საქმის კიდევ ორი ფიგურანტი – გური ჟვანია და ირაკლი ჩხირკვია. მაშინ როცა 4 ოქტომბრის საქმის 60-ზე მეტი ფიგურანტიდან ნაწილი მძიმე ბრალდებების აღიარებაზე და ამ გზით სასჯელის შემსუბუქებაზე უარს ამბობს, ზოდელავა-ბერიძის არჩევანს არაერთგვაროვანი რეაქციებით ხვდებიან, მათ შორის იმ პარტიაშიც, რომელმაც მშვიდობიანი დამხობის აქციას პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, პოზიციები გაიყო სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაც. ნეგატიურია შარშანდელი აქციის მთავარი ორგანიზატორის, პაატა ბურჭულაძის შვილიც შეფასებაც – თავისუფლების მოპოვების და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ თანამებრძოლების ღალატი და დანებება. მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძის ნაბიჯი, როგორც ჩანს, არც 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიჩნეული სხვა პატიმარი პოლიტიკოსებისთვის აღმოჩნდა მისაღები.

მსგავსი