ვერშემდგარი დამხობის საქმე – ორგანიზატორების აღიარება 

21:15, 06.10.2026

4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორების მხრიდან საპროცესო შეთანხმების თხოვნამ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა გამოიწვია.

დანაშაულის აღიარებას, რაც მსგავსი შეთანხმების გაფორმების საფუძველია, ოპოზიციურ ფლანგზე არაერთგვაროვანი რეაქციებით ხვდებიან. ნეგატიური რეაქციებია სამოქალაქო აქტივისტებს შორისაც. თუ პროკურატურა 7 წლით პატიმრობა მისჯილ მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის თხოვნას დააკმაყოფილებს, ორივე მათგანი ციხეს, დიდი ალბათობით, მომდევნო თვეში დატოვებს. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნა მიიღო რეზონანსული საქმის კიდევ ორი ფიგურანტისგან – გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიასგან, რომლებსაც 5-5 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. 4 ოქტომბრის საქმეზე გასამართლებული ყველა პირის მხრიდან ანალოგიური მექანიზმის გამოყენების მომხრეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან გასხვავებით, თავის დროზე მშვიდობიანი დამხობის აქციას პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა. ახლა საინტერესოა, მიმართავენ თუ არა აღიარების და საპროცესო შეთანხმების პრაქტიკას 4 ოქტომბრის მოვლენების სხვა ორგანიზატორებიც, რომლებიც ერთი წლის წინ მხარდამჭერებს ყველაფრის 4 ოქტომბერს დაწყების და 4 ოქტომბერსვე დასრულების და ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის პირობას აძლევდნენ, თუმცა დღის დასასრული სხვანაირი აღმოჩნდა.

 

მსგავსი