ვერშემდგარი დამხობის საქმე – ლიდერების მონანიება 

21:30, 12.10.2026

დანაშაულის აღიარება თუ ციხიდან დაღწევის გზა – ვნებათაღელვა არ ცხრება 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების გადაწყვეტილების გარშემო.

მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიმართვებზე, დიდი ალბათობით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე იმსჯელებენ. შესაბამისად, სწორედ ხვალ უნდა გაირკვეს, დაკმაყოფილდება თუ არა მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულთა თხოვნა და გააფორმებენ თუ არა მათთან საპროცესო შეთანხმებას. თუმცა მშვიდობიანი დამხობის აქციის ორი ორგანიზატორის ნაბიჯს ერთსულოვნად დადებითად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი არ ხვდებიან, რომელმაც სხვა ოპოზიციური პარტიებისგან გასხვავებით, შარშანდელ მოვლენებს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა. პარტიის ლიდერები საპროცესო შეთანხმებისკენ და პირობითი მსჯავრით ციხის დატოვებისკენ რეზონანსული საქმის ყველა ფიგურანტს მოუწოდებენ, თუმცა პარტიაში გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ გათავისუფლებულთა ადგილს პოლიტიკაში ვეღარ ხედავენ.

„4 ოქტომბრელთა საქმემ“ ყოფილ მმართველ პარტიაში არსებული შიდა უთანხმოება კიდევ უფრო თვალშისაცემი გახადა.

მსგავსი