ვერშემდგარი დამხობის საქმე – განცხადება პროკურატურაში

21:09, 07.10.2025

4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებულთა წრე ფართოვდება. ამ მომენტისთვის დაკავებულია 18 ადამიანი. მათ შორის 13 პირს ბრალდება ცოტა ხნის წინ წარუდგინეს, დანარჩენი ხუთი კი საორგანიზაციო კომიტეტის წევრი პოლიტიკოსია, რომლებიც შაბათსვე დააკავეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ღობის დაზიანება, ეზოში შეჭრა, შენობის ხელში ჩაგდების მცდელობა, მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალური კერძო საკუთრებაში არსებული ქონების განადგურება-დაზიანება – გუშინ აყვანილ 13 პირს ბრალდება ორი მუხლით აქვთ წაყენებული: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულები სამართალდამცავებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. პროკურატურის მტკიცებით, ძალადობრივი ქმედებები წინასწარ იყო დაორგანიზებული.

მსგავსი