ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს ვერშემდგარი დამხობის საქმეზე დაკავებული პირების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო სხდომა იმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, დაიკითხება ორი ექსპერტი. დაცვის მხარის თქმით, საქმეში დაკავებული პირების წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ დევს, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებს, მათი მხრიდან გაკეთებულ საჯარო მოწოდებას კი – პოლიტიკურ განცხადებად აფასებენ. პროკურორის თქმით, საქმეში მათი ბრალეულობის შესახებ დევს როგორც ვიდეომტკიცებულება, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს. სახელმწიფო ბრალდება, დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით ედავება, მათ შორის არის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა – რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.