ვერშემდგარი დამხობა - ორგანიზატორებს პატიმრობა შეეფარდათ

4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრს პატიმრობა შეუფარდეს. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პაატა ბურჭულაძისთვის, მურთაზ ზოდელავასთვის, პაატა მანჯგალაძისთვის, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძისთვის შაბათს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენები კონსტიტუციის ფარგლებში ჯდება. პოლიტიკაში დაბრუნებულმა მსოფლიო ბანმა და მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ხელმძღვანელმა, რომელიც მუნიციპალური არჩევნების დღეს ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებდა, სასამართლო პროცესზე თქვა, რომ შეტაკებების თავიდან აცილებას ცდილობდა. ძალადობრივი ქმედებების დაორგანიზებას და ორგანიზებული ჯგუფის შექმნას კატეგორიულად უარყოფს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი პაატა მანჯგალაძეც. პროკურატურა მძიმე ბრალდებების დამადასტურებელ გარემოებებზე მიუთითებს და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თუ კონკრეტული ქმედებების გარდა მტკიცებულებად დაზარალებული პირების ჩვენებებსაც აცხადებს.

4 ოქტომბრის მძიმე მოვლენების გაგრძელება სამართლებრივ სივრცეში – რეზი ხუციშვილის მუშაობდა დღეს სასამართლოში.