„ვერიკო“ – ახალი სიცოცხლე ახალ მისამართზე
ერთი მსახიობის თეატრის, „ვერიკოს“ ახალი სიცოცხლე ახალ მისამართზე – თეატრმა წლების შემდეგ, მაყურებელს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის განახლებულ დარბაზში უმასპინძლა. გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით, საიათნოვას მოტივებზე მუსიკალური პერფორმანსი გაიმართა. მსახიობებმა მარინა კახიანმა და ზურა ყიფშიძემ, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, საიათნოვას ლექსები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გააჟღერეს.
ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“ 38 წლის წინ კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა დააარსეს. თეატრმა ფუნქციონირება სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტა.