ვერეს ხეობის გაწმენდის სამუშაოები

15:20, 04.08.2026

მდინარე ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, ვერეს ხეობაში მოწყობილი ნატანდამჭერი ცხაურების მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება. გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი გაეცნო. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტისა და წყლის დონის მონიტორინგიც. წყლის დონის დაწევისთანავე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, ტერიტორია სრულად იწმინდება.

მსგავსი