ვერდის „რეკვიემი“ – პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი

21:58, 23.03.2026

საყოველთაოდ ცნობილია ილია მეორის განსაკუთრებული დამოკიდებულება მუსიკასთან. ის თავადაც წერდა საგალობლებსა და მუსიკალურ ნაწარმოებებს და სამუსიკო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით იყო არაერთი წამოწყებისა თუ ინიციატივის ავტორი. დღეს კათოლიკოს-პატრიარქს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში იხსენებენ. ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება ვერდის რეკვიემი.

სცენაზე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დგას რამდენიმე საგუნდო კოლექტივი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი სოლისტები. საღამოს გერმანელი დირიჟორი ხელმძღვანელობს.

მსგავსი