ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს საავადმყოფოში წარუდგენენ. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ.
დაკავებულის ადვოკატი მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას, რის შემდეგაც დაცვის მხარის პოზიცია გახდება ცნობილი.
სავარაუდოდ, დღეს მოხდება ბრალის წარდგენა კიდევ ერთი პირისთვის, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ კონსტანტინე ჯორბენაძისთვის. გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა კორკოტაშვილი, თუმცა რა ინფორმაციას ფლობს ის მომხდართან დაკავშირებით, უცნობია.