ვენსის ვიზიტი უნგრეთში – ბრალდებები ბრიუსელის პოლიტიკის წინააღმდეგ
სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერს და ბრალდებები ბრიუსელისა და კიევის მისამართით.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ბუდაპეშტიდან ისევ აკრიტიკებს. ჯეი დი ვენსი უნგრეთში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად იმყოფება. ამერიკელი მაღალჩინოსანი უნგრეთის პრემიერს ევროპაში ერთ-ერთ უიშვიათეს სახელმწიფო მოღვაწედ აცხადებს, კიევსა და ბრიუსელს კი მწვავედ აკრიტიკებს. ჩარევები უნგრეთის არჩევნებში, უკრაინა-რუსეთის ომის გაჭიანურების მცდელობები და არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები – ჯეი დი ვენსი ევროპელ ლიდერებს და უკრაინის პრეზიდენტს არაერთ ბრალდებას უყენებს და პირდაპირ აცხადებს, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია ვიქტორ ორბანის მსგავს ლიდერებთან თანამშრომლობით. ბრიუსელის მისამართით კრიტიკული იყო უნგრეთის პრემიერის გზავნილებიც.
რა გავლენას მოახდენს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე – ეს ოთხ დღეში, 12 აპრილს გაირკვევა.