ვენის უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექცია საქართველოში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვენის უნივერსიტეტის პროფესორებმა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საჯარო ლექციები წაიკითხეს.

ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ ნანობაშვილმა, არტერიული და ვენური პათოლოგიის შესახებ ისაუბრა. ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი გერჰარდ პრაგერი კი – ბარიატრიული ქირურგიის მიღწევებს შეეხო, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ჭარბი წონის მკურნალობის პოპულარული მეთოდია.