ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს ნავთობით ვაჭრობას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალ და გამავალ ნავთობის ტანკერებზე ბლოკადა დააწესა. ვენესუელის პრეზიდენტის თქმით, ის გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშსაც ესაუბრა და მიმდინარე მოვლენები გააცნო. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობის ტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. მისი თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს „უკანონო რეჟიმი მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის იყენებს“.