ვითარება ვენესუელაში

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბრაზილიამ, პერუმ და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმაც აღიარებს.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

კარაკასში გამართულ აქციას ათასობით ადამიანი დაესწრო. მოგვიანებით აქცია შეტაკებაში გადაიზარდა. უფლებადამცველების ცნობით, დაიღუპა 13 ადამიანი.

პარალელურად მცირერიცხოვანი პროტესტი მოეწყო კარაკასის სხვა უბანში, სადაც მხარდამჭერებს ნიკოლას მადურომ მიმართა. მან შეერთებული შტატები ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულა და ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.