ვენესუელაში მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

15:23, 05.07.2026

ვენესუელაში გასულ კვირას მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 954-მდე გაიზარდა. ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიწისძვრების შედეგად 16 592 ადამიანი დაშავდა. როდრიგესის თქმით, სტიქიის შედეგად, რომელიც ცენტრალურ შტატებს დაატყდა თავს, 6 462 ადამიანი გადაარჩინეს. განახლებული ინფორმაციით, 16 209 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, 856 შენობა დაზიანდა, 190 ნაგებობა კი დაინგრა. ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებული და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად 80 დროებითი ბანაკი შექმნა. პარალელურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, რომელშიც 29 567 მაშველია ჩართული, მათ შორის 3 281 საზღვარგარეთიდან. შეგახსენებთ, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები ვენესუელაში 24 ივნისს მოხდა.

მსგავსი