ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა. მისი თქმით, სტიქიით დაზარალებულთა რიცხვი ამჟამად 12 841 ადამიანს შეადგენს. ამასთან, ვენესუელას პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორი ძლიერი მიწისძვრა თითქმის ერთწუთიანი ინტერვალით დაფიქსირდა. სტიქიამ ათასობით შენობა დაანგრია და მოსახლეობა ნანგრევებში მოიყოლა.