ვენესუელას პრეზიდენტს თავს დაესხნენ

ვენესუელას პრეზიდენტს აღლუმზე გამოსვლის დროს თავს დაესხნენ. ნიკოლას მადუროს მოკვლა უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი დრონებით სცადეს. შემთხვევას აღლუმზე დამსწრე მოქალქეებს შორის პანიკა მოჰყვა. როგორც ხელისუფლება აცხადებს დაშავდა შვიდი სამხედრო.

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით განცხადება თავად პრეზიდენტმაც გააკეთა, რომელიც თავდასხმას უვნებლად გადაურჩა. მან ტერაქტის მოწყობაში მეზობელი კოლუმბიის პრეზიდენტი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

მთავრობის ცნობით, თავდასხმის ორგანიზატორების ნაწილი უკვე დაკავებულია. ამასთან, ოპოზიციური გაზეთები წერენ, რომ დრონებით თავდასხმა არ მომხდარა და სინამდვილეში პანიკა აღლუმის ჩატარების ადგილთან მდებარე ერთ-ერთ სახლში გაზის აფეთქებამ გამოიწვია.