ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივი დასკვნა - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნას ეხმაურება.  დასკვნაში წერია, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე და უპრეცედენტო და ირაციონალური რეგულაციები საარჩევნო კოდექსში საჭირო არ არის. მისი განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ეფუძნება მხოლოდ 19 აპრილის, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებას და აუცილებელია სამართლებრივი დასკვნა, რაც ახლა არ არის.

შესასრულებელი 9 დათქმა და მოახლოებული არჩევნები – სტუმარი: ირაკლი კობახიძე #თავისუფალიხედვა #LIVE

თავისუფალი ხედვა