ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - გამოხმაურება

კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი დასკვნები, რომელიც საარჩევნო კოდექსს და ანტიკორუფციულ ბიუროს ეხება. საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, ვენეციის კომისია ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს ვერ ხედავს. ოპოზიცია მომზადებული დასკვნების შინაარსს იზიარებს, მმართველი პარტია კი ვენეციის კომისიისგან დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს ელოდება.