ვენეციის კომისიის რეკომენდაციები  

ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ კანონ-პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია.

ევროპელ ექსპერტებს მმართველი გუნდის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად მომზადებული კანონ-პროექტის მიმართ რამდენიმე შენიშვნა აქვთ. კომისიის აზრით, გადასახედია საკვალიფიკაციო გამოცდა, რომლის ჩაბარება, პროექტის მიხედვით, კონკურსის მონაწილე ყველა კანდიდატს მოეთხოვება. დასკვნის ავტორები კანდიდატების კენჭისყრის პროცესის ღიაობასაც ითხოვენ. ვენეციის კომისია იუსტიციის საბჭოს ნდობის დაბალ ხარისხზეც მიუთითებს და ამ კონტექსტში ფიქრობს, რომ სასამართლოს უმაღლესი ინსტანციისთვის მოსამათლეების ნაწილი უმჯობესია, მომავალი მოწვევის პარლამენტმა შეარჩიოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, დასკვნას სხვადასხვანაირად კითხულობს ხელისუფლება და ოპოზიცია.

ქეთი ქაშაკაშვილი არკვევდა, რომელი რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს მმართველი გუნდი, სადაც დასკვნის გარშემო ასევე აზრთა სხვადასხვაობაა.