ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან

ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოში არიან. პირველი შეხვედრა უკვე გამართეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ წუთებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებიან. მანამდე ვენეციის კომისიის ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდნენ.

კომისიის ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრების მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და ამ საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივებია.