ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი

ვენეციის კომისიის ექპერტების დასკვნისა და რეკომედაციების მოლოდინში. შეხვედრა მოსამართლეთა ასოციაციის წევრებთან გაიმართა.

ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან მურუსიძის თქმით, კომისიის წევრებს მათ კანონპროექტთან დაკავშირებით სასამართლოს პოზიცია გააცნეს და აქცენტი ალტერნატიულ კანონპროექტებზე გააკეთეს.

მანამდე კი, ვენეციის კომისიის ექსპერტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდნენ. განხილვის თემა მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტი იყო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მომზადდა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ევროპელ ექსპერტებს პროექტთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნები გაუზიარეს.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი