ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინში

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა, შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტი კომისიას ორი კვირის წინ გადაეგზავნა. მანამდე კი, ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის დამტკიცების პროცესი და მეორე მოსმენა, სწორედ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება. საუბარია იმ ცვლილებებზე, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში მომზადდა. საქმე ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს, ერთ-ერთი მოადგილე კი, ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება. დაგეგმილ ცვლილებებს შორის არის არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც.

მოამბე