ვენეციის კომისიის დასკვნა – შეფასებები
ვენეციის კომისიის დასკვნა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 4 მარტს მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით, კვლავ განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტში არ არის მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტები. ხელისუფლების ოპონენტები კი – იზიარებენ დასკვნას და მიიჩნევენ, რომ ეს ყველაზე კრიტიკული დოკუმენტია, რაც საქართველოს შესახებ აქამდე გამოქვეყნებულა. შეგახსენებთ, რომ კომისიის დასკვნა ეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს და მასთან დაკავშირებულ აქტებს.