ვენეციის კომისიის დასკვნა  

სამთვიანი ლოდინის შემდეგ პასუხი მოვიდა.

ვენეციის კომისია და ეუთო-ოდირი მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ ცნობილ კანონპროექტებში ხარვეზებს და გარკვეულ საფრთხეებს ხედავს. საუბარია ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მომზადებულ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ბოიკოტის დროს პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევის შემთხვევაში პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება. ვენეციის კომისია კანონპროექტების გადახედვას ითხოვს. მოუწევს თუ არა ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ცვლილებები, რომლებმაც თავის დროზე პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია – ოპოზიციის აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საკუთარი დასკვნით ორივე ინიციატივა დაიწუნეს. ასე არ ფიქრობს მმართველი პარტია. საპარლამენტო უმრავლესობა პროექტებზე უარის თქმას არ აპირებს და მათ კორექტირებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი