ვენეციის კომისიის დასკვნა 

იჩქარა თუ არა მმართველმა პარტიამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცების დროს.

კითხვა პოლიტიკურ სეპქტრში ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გააქტიურდა. საუბარია ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარულ სხდომაზე დამტკიცებულ კანონ-პროექტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს ცვლის და გასაჩივრების შესაძლებლობას აჩენს. ვენეციის კომისია ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს, თუმცა აქვს შენიშვნებიც და ხელისუფლებას იმ რეკომენდაციებს ახსსენებს, რომლებიც კანონში ჯერ ასახული არ არის. ოპოზიციისთვის ყველაზე რეზონანსული განცხადების ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც კომისია საკუთარი დასკვნის გამოქვეყნებამდე კანონპროექტის დამტკიცების გამო მწუხარებას გამოთქვამს.