ვენეციის კომისიის დასკვნა

ვენეციის კომისიამ საქართველოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ 30 სექტემბერს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი საბოლოო მოსმენით იქნა მიღებული, თუმცა რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ამ საკითხში შემდგომი დახმარებისთვის. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ცვლილებების პროექტი „სწორი მიმართულებით მიდის, ფარული კენჭისყრის გაუქმებით და იმის უზრუნველყოფით, რომ თითოეულ ხმას თანდართული უნდა ჰქონდეს წერილობითი დასაბუთება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია“. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ აუცილებელია, კენჭისყრის შედეგებისა და დასაბუთებასთან ერთად, საჯარო იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის ვინაობაც, რომელმაც კანდიდატს ხმა მისცა; ასევე, დასაშვები გახდეს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში მეორე და საბოლოო აპელაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული რეკომენდაციების ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ასახული არ არის და საჭიროებს განხილვას.

როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი ვენეციის კომისიის დასკვნას და რა გამოხამურება მოჰყვა მას პროფესიულ წრეებში – თამარ წიკლაური დეტალებით.