ვენეციის კომისიის დასკვნა 

კიდევ ერთი დასკვნა ვენეციის კომისიიდან.

ევროპელი ექსპერტები ამჯერად იმ ცვლილებათა პაკეტს აფასებენ, რომელიც პარლამენტმა ერთი თვის წინ დაჩქარებული წესით მიიღო. საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის ცვლილებაზე, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ახალი ვალდებულებები დაეკისრა, კენჭისყრის პროცესი კი მთლიანად ღია გახდა. ჯამში ვენეციის კომისიის შეფასებები პოზიტიურია, თუმცა კომისიას გარკვეული შენიშვნებიც აქვს. მათი რეკომენდაციები ძირითადად თანასწორობის და კანდიდატების მხრიდან გასაჩივრების მექანიზმების დახვეწას ეხება. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცოტა ხნის წინ შესული ცვლილებები ნაწილია მართლმსაჯულების იმ მასშტაბური რეფორმის, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა და რომელზეც ხელისუფლებას და ოპოზიციას უახლოეს პერიოდში ერთად მუშაობა მოუწევთ.

დატოვე კომენტარი