ვენეციის კინოფესტივალი 

21:40, 09.08.2026

ვენეცია 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადება.

2-დან 12 სექტემბრის ჩათვლით ლიდოს კუნძული მსოფლიო კინოს ცენტრად გადაიქცევა. ათი დღის განმავლობაში კინოსამყარო მომავალი დაჯილდოებების ფავორიტებსა და ახალ აღმოჩენებს მიადევნებს თვალს. მთავარი კონკურსი წელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ რეჟისორებსა და ვარსკვლავურ მსახიობებს გააერთიანებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დოკუმენტურ ფილმებს, საინტერესოა კონკურსგარეშე პროგრამაც. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი, საიდანაც ხშირად ოსკარისთვის მარათონი იწყება, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ღონისძიებაა კინოსამყაროში.

მსგავსი