ვენეციის კინოფესტივალი

წითელი ხალიჩა, ცნობილი ვარსკვლავები და კინოშედევრები. ვენეცია რიგით 78-ე ფესტივალს მასპინძლობს. საუკეთესო ნამუშევრებისა და შემსრულებლების გამოვლენამდე ჩვენებები მიმდინარეობს. გამარჯვებულებს შვიდკაციანი ჟიური გამოავლენს, მანამდე კი, კინოს ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „ოქროს ლომი“ უკვე გადაეცა ლეგენდარულ იტალიელ რეჟისორს, სცენარისტსა და მსახიობს რობერტო ბენინის.