„თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი“- ამ სახელწოდების პროექტით გაიხსნა ვენეციაში ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს პავილიონი. პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს მოიცავს. ვენეციის 61-ე ბიენალე 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.