ვენაში ეუთო-ს მინისტერიალი იხსნება

12:01, 04.12.2025

ეუთოს 32-ე მინისტერიალი დღეს გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატი მიიღებს მონაწილეობას. ვენაშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს კოლეგებს, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს და მედიის საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს.

ანა ბროლაძე ავსტრიიდან დეტალებით #მოამბე

მსგავსი