ველური ბუნების უნიკალური კადრები ფოტოგრაფ ირაკლი შავგულიძის ობიექტივში
ფოტოგრაფი ირაკლი შავგულიძე ზოგჯერ საათობით ელოდება ერთ უნიკალურ კადრს, რაც საკმაოდ შრომატევადი და ამავდროულად საინტერესო პროცესია. საქმე, რომელიც სამყაროს დაკვირვებას, მოთმინებას და გარემოსთან უხმო დიალოგს მოითხოვს – რას გვიყვება ველური ბუნება ობიექტივიდან?