ველომსვლელობა თბილისში

საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე, – ამ თარიღს თბილისი ველომსვლელობით შეუერთდა. ღონისძიებამ სტარტი უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო.

მსვლელობაში პარლამენტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპორტსმენები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

ველომსვლელობას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გაერო-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით მართავს.