ველომარათონი ზუგდიდში 

18:53, 12.08.2025

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართა. მასში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები  და ფულადი ჯილდო ზუგდიდის მერმა გადასცა. ზუგდიდში დღის განმავლობაში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მათ შორის, სპორტული აქტივობები და ფერების ფესტივალი.

მსგავსი