რაჭაში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ველომარათონი გაიმართა, რომელმაც სტარტი ამბროლაურის კულტურის ცენტრიდან აიღო.
მარათონი სამ კატეგორიაში ჩატარდა – პროფესიონალები, მოყვარულები და ბავშვები, გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მარათონზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი, 100-მდე მონაწილე დარეგისტრირდა. თითოეულ მანძილზე გამოცხადდნენ გამარჯვებულები ქალებსა და მამაკაცებს შორის. სპორტის სამინისტროსთან ერთად, მარათონის მხარდამჭერები არიან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.