ველომარათონი რაჭაში

რაჭაში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ველომარათონი გაიმართა, რომელმაც სტარტი ამბროლაურის კულტურის ცენტრიდან აიღო. მარათონი სამ კატეგორიაში ჩატარდა – პროფესიონალები, მოყვარულები და ბავშვები. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მარათონზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი, 100-მდე მონაწილე დარეგისტრირდა. თითოეულ მანძილზე გამოცხადდნენ გამარჯვებულები ქალებსა და მამაკაცებს შორის. სპორტის სამინისტროსთან ერთად, მარათონის მხარდამჭერები არიან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.