ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
16 დეკემბერს, ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 3500-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით – ასეთია თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქეთევან მირიანაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. მას გამოძიება პოლიციელის ავტომანქანაზე თავდასხმასა და დაზიანებას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მირიანაშვილი აღიარებს ქმედებას, თუმცა, უარყოფს ბრალდებას. მომდევნო სასამართლო სხდომა 2019 წლის 6 თებერვალს ჩაინიშნა.