„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი გამოცემა

„ვეფხისტყაოსნის’“ 21-ე საუკუნის უნიკალური ხელნაწერის პრეზენტაცია მულტიფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ გაიმართა.

„ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერის გურამ ახალაიას თაოსნობით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა თითო გვერდი გადაწერეს და ასე შექმნეს 21-ე საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი. 17-მა მხატვარმა კი სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის თითო ილუსტრაცია შექმნა. ხელნაწერის თითოეული გვერდი მხატვარ-რესტავრატორმა ლია სიხარულიძემ, მე-11 – მე-13 საუკუნეების ქართულ ხელნაწერთა მოტივებზე შექმნილი კამარებით, მინიატურებითა და საზედაო ასოებით შეამკო.