„ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ილუსტრაცია

გაზაფხულზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ ერთი ახალი ილუსტრირებული გამოცემა გამოვა.

გრაფიკული ნამუშევრები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ახალი  წიგნისთვის დათო მაჭავარიანმა შექმნა. კომიქსის ჟანრის ეპიკური და ფანტაზიის  შემცველი ათასობით წიგნის ილუსტრაციაზე მხატვარი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს  არის პოემის უკვე მეორე გამოცემა,  რომელიც მაჭავარიანმა გააფორმა.

2011 წელს პირველ წიგნზე მუშაობის დროს მხატვარმა უფრო კლასიკური სტილი აირჩია.