„სანქციების ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია, პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვედანტ პატელს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ შეკითხვა დაუსვა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ სანქციებზე.