ვებგვერდის პრეზენტაცია

ებრაული კოლექციების ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.

საიტზე წარმოდგენილია ეთნოგრაფიული, რელიგიური თუ რიტუალური დანიშნულებუს ნივთები, ხელნაწერები, სამოსი, ქსოვილები, აქსესუარები, ასევე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

საქართველოში ებრაელთა კულტურისა და ყოფის ამსახველი სამუზეუმო კოლექცია რეგიონული სამეცნიერო-ეთნოგრაფიული ექსპედიციების საფუძველზე შეგროვდა. ღონისძიება ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.