ვაზისუბნის მიკრორაიონებს დღეს, საღამოს 23:00 საათიდან, დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ისნის რაიონში – ვაზისუბნის მიკრორაიონებს. დღეს, საღამოს 23:00 საათიდან,  ხვალ, დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. მიზეზი ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებია, რომლის  ჩასატარებლადაც მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ვაზისუბნის წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური პროექტი დაასრულა.